პასალურუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პასალურუსი – (Passalurus; ბერძნ. passalos ბასრი ჯოხი) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Oxyuridae-ს ოჯახს, Oxyurata-ს ქვერაზმს.
Passalurus ambiguous (ლათ. საეჭვო, ორაზროვანი) – სახეობა, პარაზიტობს ბოცვრებისა და კურდღლისებრების მსხვილ ნაწლავებში. გეოჰელმინთი. ბოცვრის პასალუროზის აღმძვრელი.