პაუზა (ლექსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პაუზა (ლათ. pausa < ბერძნ. pàusis – შეჩერება, შეწყვეტა), მეტყველების შეწყვეტა, რასაც აკუსტიკურად შეესატყვისება სიჩუმე (უბგერობა), ფიზიოლოგიურად კი –სამეტყველო ორგანოების შეჩერება. პაუზა ასრულებს ენობრივ ფუნქციებს: ანაწევრებს გამონათქვამს ფრაზებად და სინტაგმებად. მელოდიკის სხვა მახასიათებლებთან ერთად (ინტონაცია, მახვილი, ტემპი); შინაარსობრივად და ემოციურად გამოყოფს სიტყვას ან სინტაგმას; მიგვანიშნებს მეტ-ნაკლებად მჭიდრო კავშირზე გამონათქვამის წევრებს შორის.

ქართულში მეტყველების ნაკადის სინტაგმებად დაყოფისას პაუზა არის მნიშვნელოვანი საორიენტაციო ფაქტორი. ქართულისათვის სპეციფიკური მოვლენაა პაუზა კავშირების (და, რომ, მაგრამ) შემდეგ. სინტაგმებს შორის პაუზა ფართოდ არის გამოყენებული უკავშირო რთულ წინადადებებში.

ი. თევდორაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები