პეკინის ხელშეკრულებები 1860

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეკინის ხელშეკრულებები 1860 – არათანასწორუფლებიან ხელშეკრულებათა სერია, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა თავს მოახვიეს ჩინეთს ინგლის-საფრანგეთ-ჩინეთის ომის (1859-60) შედეგად.

1859 წლის მაისში შანხაიში დაიწყო მოლაპარაკებები მხარეებს შორის ტიანძინის ხელშეკრულებების 1858 სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის პირობების თაობაზე. მოკავშირეებმა უარი თქვეს, ეს აქტი ჩაეტარებინათ შანხაიში, როგორც სთავაზობდა ცინების მთავრობა, და მოითხოვეს პეკინში შესვლის ნებართვა. ინგლის-საფრანგეთ-ჩინეთის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო 20-X და დასრულდა შემდეგი ხელშეკრულებების ხელმოწერით:

ინგლისის კონვენცია ზავის თაობაზე

1. ინგლისის კონვენცია ზავის თაობაზე ხელი მოაწერეს 24-X. ჩინეთის იმპერატორი დათანხმდა პეკინში ბრიტანეთის წარმომადგენლის ყოფნაზე, ჩინეთს დაეკისრა კონტრიბუცია – 8,5 მლნ ლიანი. ტიანძინი გაიხსნა ბრიტანეთის ვაჭრობისათვის. ჩინეთმა დიდ ბრიტანეთს სიანგანთან (ჰონკონგი) ერთად სამფლობელოდ გადასცა ძიალუნის (კოულენი) ნახევარკუნძულის ნაწილი და გუანდუნის პროვინცია, ბრიტანეთის ჯარებმა მიიღეს ტიანძინის, დაგუს და გუანჯოუს (კანტონი) ოკუპაციის უფლება ჩინეთის მიერ კონტრიბუციის გადახდამდე, კონვენცია რატიფიკაციას არ ექვემდებარებოდა და ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში.

საფრანგეთის კონვენციას ზავის თაობაზე

2. საფრანგეთის კონვენციას ზავის თაობაზე ხელი მოაწერეს 25.X. საფრანგეთმა, რომელმაც ვერ მიიღო ტერიტორიები, მიაღწია იმავე უფლებებსა და კონტრიბუციას, რასაც დიდმა ბრიტანეთმა. საერთო ჯამში ჩინეთს ინგლისისა და საფრანგეთისათვის უნდა გადაეხადა 16,7 მლნ ლიანი. ცინების მთავრობამ, რომელმაც დაადასტურა თანხმობა მდინარე იან ძის აუზის გახსნაზე უცხოელთა ვაჭრობისათვის (რაც დაფიქსირდა ტიანშინის ხელშეკრულებებით 1859), 1860 დაიწყო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან სამხედრო დახმარების მიღება ტაიპინელთა აჯანყების ჩასახშობად.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები