პენტამეტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პენტამეტრი – (ბერძნ. penta – ხუთი, metro – საზომი), ანტიკური ლექსის სახეობა, ხუთტერფიანი ტაეპი, რომელიც შედგება ოთხი დაქტილისა და ერთი სპონდესაგან.

მესამე და ბოლო ტერფები თითო გრძელი ხმოვნითაა წარმოდგენილი და ერთად სპონდეს ქმნიან.

პენტამეტრს ცეზურა ორ თანაბარ ნაწილად ყოფს.


სქემა: _ ‿ ‿ _ ‿ ‿ _ || _ ‿ ‿ _ ‿ ‿ _

პენტამეტრი ახლოსაა ჰეგზამეტრთან და მის უძველეს სახეობად ითვლება.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები