პერიპეტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პერიპეტია – (ბერძნ. peripeteia – უცაბედი შემობრუნება, გარდატეხა), მკვეთრი, მოულოდნელი ცვლილება პერსონაჟის ირგვლივ არსებულ ვითარებაში (მაგ. სოფოკლეს „ოიდიპოს მეფეში“ მაცნე აპირებს დაამშვიდოს ოიდიპოსი და უმხელს მისი წარმომავლობის საიდუმლოს, რაც მეფისთვის ეჭვების დასტურად გადაიქცევა), პერიპეტია წარმოქმნის დრამატული სიუჟეტების სტრუქტურას და უშუალოდ დაკავშირებულია პიესის ძირითად ინტრიგასთან. თანამედროვე თეატრში პერიპეტიად იწოდება მოქმედების ნებისმიერი ჩახლართვა, რასაც მოჰყვება აღმავლობა ან პირიქით, დაძაბულობის განელება.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები