პერლ-ჰარბორზე თავდასხმა 1941
პერლ-ჰარბორზე თავდასხმა 1941 – 30-იანი წლების დასასრულს და 40-იანი წლების დასაწყისში აზიის ქვეყნებში იაპონიის ექსპანსიის გაფართოებასთან ერთად გამწვავდა ამერიკა-იაპონიის წინააღმდეგობები, იაპონიამ, რომელიც წყნარ ოკეანეში ომისათვის ემზადებოდა, ვაშინგტონში დელეგაცია გაგზავნა მოლაპარაკებათა საწარმოებლად. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა იაპონიის ავიაცია 7-XII(8.XI – ტოკიოს დროით) თავს დაესხა პერლ-ჰარბორს – ამერიკელთა მსხვილ სამხედრო-საზღვაო და საავიაციო ბაზას ჰავაის კუნძულებზე, სადაც თავმოყრილი იყო აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის ძირითადი ძალები, ბაზის სარდლობამ ვერ შეძლო ეფექტური თავდაცვის ორგანიზება. იაპონელებმა მწყობრიდან გამოიყვანეს 8 ამერიკული სახაზო გემი. 6 კრეისერი, ნაღმოსანი და 272 თვითმფრინავი. მოკლულთა და დაჭრილთა რიცხვი აშშ-ის მხრიდან 3400-ს შეადგენდა. ამ ოპერაციამ მკვეთრად შეცვალა ძალთა ბალანსი წყნარ ოკეანეში იაპონიის სასარგებლოდ, იმავდროულად იაპონიის ჯარები თავს დაესხნენ ფილიპინებს და ასევე სხვა ამერიკულ, ბრიტანულ და ნიდერლანდურ სამფლობელოებს შორეულ აღმოსავლეთსა და წყნარ ოკეანეში. იმავე დღეს აშშ-მა ომი გამოუცხადა იაპონიას.
იხილე აგრეთვე
კურუსუს მისია 1941