პერსელი ჰენრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრი პერსელი

ჰენრი პერსელი – (დაახლ. 1659, ლონდონი – 21 სექტემბერი 1695, იქვე), ინგლისელი კომპოზიტორი და ორგანისტი. ლონდონის სამეფო კარის მუსიკოსი.

პერსელის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მრავალჟანრიანობა. პერსელის შემოქმედების მწვერვალია ოპერა „დიდონა და ენეა“ (1689), პირველი ინგლისური ეროვული ოპერა (ვერგილიუსის „ენეიდის“ მიხედვით). ოპერა გამოირჩევა ნატიფი ლირიზმით, ფსიქოლოგიური სიღრმით, დრამატიზმით, ტექსტისა და მელოდიის ერთობლიობით. ამ ოპერაში პერსელმა განაზოგადა ინგლისური ეროვნული თეატრის, ნიღბების ჟანრის, ინგლისური და შოტლანდიური ხალხხური სიმღერებისა და ცეკვების, ყოფითი საკრავიერი მუსიკის ტრადიციები. პერსელის სხვ. მუსიკალურ-სცენური ნაწარმოებები, ე.წ. „ნახევრად ოპერები“, შედგება ცალკეული ნომრებისა ან ინტერმეცოებისაგან. პერსელი 100-მდე ერთხმიანი და მრავალხმიანი სიმღერის ავტორია. საერო სიმღერებში აგრძელებდა ინგლისური მადრიგალის ტრადიციებს. საგუნდო ნაწარმოებთაგან აღსანიშნავია ანთემები (ბიბლიურ ტექსტზე დაწერილი საზეიმო-საეკლესიო ნაწარმოებები). საკრავიერ მუსიკაში პერსელი იტალიურ სავიოლინო სკოლის ტრადიციებს ეყრდნობა. მისი სიმებიანი ფანტაზიები, ტრიო-სონატები და საორგანო ნაწარმოებები გამოირჩევა პოლიფონიური ოსტატობით. საკლავესინო პიესები ახლო დგას „ვერჯინალისტების“ ნაწარმოებებთან. მისდამი ინტერესი გაცხოველდა ბ. ბრიტენის მიერ პერსელის ნაწარმოებების (საკუთარი დამუშავებით), მათ შორის ოპერის „დიდონა და ენე“ გამოცემის შემდეგ (1951). 1982 „თბილისის კამერატამ“ საკონცერტო შესრულებით წარმოადგინა „დიდონა და ენეა“.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები