პირთა სადაურობა-წარმომავლობის სახელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირთა სადაურობა-წარმომავლობის სახელები – სპეციფიკური წარმოების ანთროპონიმები, რომლებიც პირთა სადაურობას აღნიშნავენ. ამგვარად ნაწარმოებ სახელთა საყრდენ ფუძედ, ჩვეულებრივ, გვევლინება პირის ადრინდელი საცხოვრებელი ადგილის (სოფელი, ქალაქი, ქვეყანა…) სახელწოდება (ტოპონიმი), რომელიც დაირთავს სადაურობის -ელ- (იშვიათად – -ურ-) სუფიქსს, რაც გვაწვდის წარმოქმნილ ერთეულში ნაგულისხმებ ინფორმაციას: თბილის-ელი-ი, ქუთაის-ელ-ი, ზუგდიდ-ელ-ი, ქობულეთ-ელ-ი, მუხრან-ელ-ი, აჭარ-ელ-ი, ფშავ-ელ-ი, მარტ-ყოფ-ელ-ი, ახალციხ-ელ-ი; ბაგა-ურ-ი, ბოდა-ურ-ი (< ბოდა(ე)-ურ-ი), ღულელა-ურ-ი, ხარხელა-ურ-ი, კონდოლა-ურ-ი, ლაშხა-ურ-ი, ხად-ურ-ი, ტაველ-ურ-ი (< ტაო-ელ-ურ-ი), ჭალის-ურ-ი, ქუთათ-ურ-ი, ჩოხ-ურ-ი, ჭოხ-ურ-ი…

სოგჯერ ამგვარი წარმონაქმნები საგვაროვნო -ძე, -შვილ და -ურ- სართების გარეშე დამოუკიდებელ ოფიციალერ გვარებადაც შეიძლება შეგვხვდეს: ბასალ-ელიი, ამაშუკ-ელ-ი, გომართ-ელი-ი, იშხნ-ელ-ი, მურჯიკნ-ელ-ი; მეტრევ-ელ-ი (< მ-ეტრევ-ელ-ი; ეტრევი სოფელია ლიახვის ხეობაში), გოკი-ელ-ი, წე-რეთ-ელი-ი, (წერეთი სოფელია ქართლში, გორის რ), ხინე-ელ-ი (სოფ.ხინო).

შეინიშნება შემთხვევები, როცა ესა თუ ის გვარი ბოლოში ასევე - ელ- დაბოლოებით გვევლინება, მაგრამ მათ სადაურობა-წარმომავლობის სახელებად ვერ მივიჩნევთ: ბარათელი-ი, ბეწ უკელ-ი, გავაშელ-ი, გამრეკელ-ი, დარასელი-ი, ვეშა-პელი, ურიადმყოფელ-ი, შენგელ-ი, ჭკუასელ-ი….

ხშირად სადაურობის მაჩვენებელ -ელ- დერივატს მიერთვის კნინობითობის -ა სუფიქსი, რის შედეგადაც წარმოიქმნება პირთა მეტსახელები: ახმეტ-ელა, ბირთვ-ელა, განჯ-ელა, გორ-ელა, თბილ-ელა, კახეთ-ელა (I კახ-ელა), კუხ-ელა, გრემ-ელა, ორაგვ-ელა, ოძის-ელა (|| ოძ-ელა) ეგრის-ელა, მარ-ტყოფ-ელა… თავის მხრივ, ასეთი მეტსახელების უმეტესობა გვარონული სართების მიერთების გზით წარმოქმნის ოფიციალურ გვარებს: ახმეტელა-შვილი, ბირთველა-ძე, განჯელა-შვილი, გორელა-შვილი, თბილელა- შვილი, კახეთე-ლა-ძე, კუხელა-შვილი, გრემელა-შვილი, ორაგველა-შევილი, ოძელა-შვილი, ეგრისელა-შვილი, მარტ-ყოფელა-შვილი (||მარტყოფლი-შვილი)-. ბირთველა, თბილელა, გორელა, კახელა, მანაველა, ოძელა… ტიპის მეტსახელები გვაროვნული სართების დაურთველად გვარებს ვერ წარმოქმნიან.

მნიშვნელოვან ფონეტიკურ ცვლილებას განიცდიან -ის- და -ეთ- სუფიქსთა შემცველი ტოპონიმებისაგან წარმომდგარი სადაურობა-წარმომავლობის გვარები, როცა ამ სუფიქსებს -ელ- სუფიქსიც დაერთვის. ამ შემთხვევაში წინამავალი -ეთ- და -ის- სუფიქსები ფუძიდან, წესისამებრ, იკარგება: თბილ-ის-ი – თბილ-ელა-შვილი (მოსალოდნე-ლი თბილისელაშვილის ნაცვლად), ოძ-ის-ი – ოძელა-შვილი, ქუთათ-ის-ი – ქუთათ-ელ-ი, ბაზალ-ეთ-ი – ბაზალ-ელ-ი, არვეთ-ი – არველა-ძე, ბირთვ-ის-ი – ბირთვ-ელა-შვილი, პანკ-ის-ი – პანკ-ელა-შვილი, კუმ-ის-ი – კუმ-ელა-შვილი, თიან-ეთ-ი – თიან-ელა- შვილი (|| თიანლიშვილი), ჭო-ეთ-ი – ჭო-ელა-შვილი, ქსოვრ-ის-ი – ქსოვრ-ელა-შვილი.

გ. ბედოშვილი


ლიტერატურა

  • ლეჟავა ლ. -ეთ და -ის აფიქსებიან ტოპონიმთაგან სადაურობის სახელთა წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები, – „ქსკს“. წგ.2, თბ. 1979.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები