პირობითი აღნიშვნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირობითი აღნიშვნები ლოკალიზაციის მიხედვით 1. წერტილში (გეომეტრიული); 2. ხაზში (იზოხაზები); 3. ფართობში (წერტილები)

პირობითი აღნიშვნები – (conventional signs, cartographic symbols, map symbols), კარტოგრაფიული ნიშნები, გრაფიკული სიმბოლოები, გამოიყენება რუკებზე ობიექტების სივრცითი განლაგების ანუ ლოკალიზაციის, მათი ფორმის, ზომების, თვისებრივი (ხარისხობრივი) და რაოდენობრივი მაჩვენებლების, შინაგანი სტრუქტურის გამოსახვისათვის. განასხვავებენ:
წერტილში ლოკალიზებულ ნიშნებს – კონკრეტული ობიექტებისათვის (point symbols);
ხაზში ლოკალიზებულ ნიშნებს – ხაზობრივი ობიექტებისათვის (line symbols);
ფართობში ლოკალიზებულ ნიშნებს – ფართობული ობიექტებისათვის (area symbols).

პირობითი აღნიშვნები ტექსტურ განმარტებებთან ერთად ქმნიან რუკის ლეგენდას. ხშირად ლეგენდა აიგება რუკაზე გამოსახული ობიექტების ან მოვლენების კლასიფიკაციის საფუძველზე. კარტოგრაფიული ნიშნების სისტემა ქმნის რუკის ენას.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები