პიროპლაზმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიროპლაზმები

პიროპლაზმები – (Piroplasma; ბერძნ. pirum მსხალი + plasma გამოძერწილი ფიგურა), უმარტივესების გვარი; მიეკუთვნება Babesiidae-ს ოჯახს, Piroplasmida-ს რაზმს.

პიროპლაზმები ერითროციტებში პარაზიტობენ. მათ მსხლისებრი, ოვალური ან ამებისებრი ფორმა აქვთ, ხოლო ზომით ერითროციტის რადიუსზე მეტნი არიან. მათი გადამტანებია Ixodidae-ს გვარის ტკიპები, რომლებიც ინვაზიას ტრანსოვარიული გზით გადასცემენ.

პიროპლაზმების სახეობებია:

- Piroplasma bigeminum (ლათ. bis ორჯერ + geminus ორმაგი, წყვილი, ტყუპი) – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის პიროპლაზმოზის აღმძვრელი. გადამტანებია ტკიპები – Boophilus calcaratus, Rhipicephalus bursa და სხვ.;

- Piroplasma caballi (ლათ. caballus ცხენი) – ცხენის პიროპლაზმოზის აღმძვრელი. გადამტანებია ტკიპები – Dermacentor marginatus, D.nuttalli, Hyalomma plumbeum და სხვ.;

- Piroplasma canis (ლათ. canis ძაღლი) – ძაღლის პიროპლაზმოზის აღმძვრელი. გადამტანებია ტკიპები – Dermacentor pictus, D.marginatus, Rh.sanguineus;

- Piroplasma ovis (ლათ. ovis ცხვარი) – წვრილფეხა მცოხვნელი ცხოველების პიროპლაზმოზის აღმძვრელი. გადამტანია ტკიპი – Rhipicephalus bursa;

- Piroplasma trautmanni (გერმანელი მეცნიერის ტრაუტმანის პატივსაცემად) – ღორის პიროპლაზმოზის აღმძვრელი. გადამტანია ტკიპი – Rh.turanicus.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები