პიროტექნიკური ეფექტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პიროტექნიკური ეფექტები – პიროტექნიკური ეფექტების საშუალებით ხდება კინოკადრში კვამლის, ცეცხლის, აფეთქების, მგეზავი ტყვიისა თუ რაკეტის ქროლვის, მიზანში ტყვიის ან ყუმბარის მოხვედრის და მსგავსი მოვლენების იმიტაცია.
პიროტექნიკური ეფექტები ხშირად გამოიყენება ბატალური სცენებისა და კატასტროფების გადაღებისას. პიროტექნიკური ეფექტები ქმნიან ატმოსფერული ნისლის თუ საწარმოო კვამლის ეფექტს, ხშირად დეკორაციის უკანა პლანზე.