პიტნის ლიქიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პიტნის ლიქიორი
2 ჭიქა კონიაკი;
5-6 ღერი პიტნა;
400 გრ შაქარი;
1 ჭიქა წყალი.
ლიტრიან შუშის ქილაში ჩავყაროთ ახალი პიტნის ღერები, დავუმატოთ კონიაკი, დავახუროთ თავსახური და დავდგათ ერთი კვირის განმავლობაში. ცალკე შაქრისა და წყლისგან მოვამზადოთ სიროფი. ერთი კვირის შემდეგ კონიაკი გადავწუროთ, შევურიოთ სიროფი, ისევ გადავწუროთ, ჩამოვასხათ ბოთლებში და შევინახოთ (არანაკლებ ერთი თვე).