პლაგალური კადენცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პლაგალური კადენცია, პლაგალური კადანსი – მუსიკალური ნაგებობის დასრულება, რომელიც ემყარება გადასვლას სუბდომინანტიდან (სუბდომინანტური ფუნქციის აკორდიდან) ტონიკისაკენ (ტონიკური თანაჟღერადობისაკენ). პლაგალურ კადენციას უპირისპირდება ავთენტური კადენცია, რომელიც შეიცავს დომინანტას.