პლატერესკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პლატერესკო

პლატერესკო – (ესპ. plateresco < platero იუველირი < plata ვერცხლი < ბერძ. platýs ფართე, ბრტყელი) – XVI საუკუნის ძირითადი არქიტექტურული სტილი ესპანეთის სამეფოში, რომელშიც ექსტრავაგანტურადაა შეერთებული გოტიკური, მავრიტანული და რენესანსული დეკორატიული მოტივები. ის რენესანსის ესპანური ვარიანტია. ამ სტილის შენობებს გამოარჩევდა ფასადების გადატვირთული მორთულობა კლასიკური არქიტექტურული და სკულპტურული ფორმებით, ბარელიეფებით, ბიუსტებით, ანტიკური ღმერთების ქანდაკებებითა და სხვ. პლატერესკოს ბრწყინვალე ნიმუშებია: ქ. სალამანკას უნივერსიტეტი (1515-1533 წწ.), სახლი ნიჟარებით (1493-1517 წწ., ქ. სალამანკა), უნივერსიტეტი ალკალა-დე-ენარესი (1540-1559 წწ.) ქ. მადრიდში, ქ. სევილიის რატუშა (1527 წ.) და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები