პლინთი (აგური)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პლინთი – კვარცისა და რკინის შემცველი თიხისაგან დამზადებული ფართო და ბრტყელი გამომწვარი აგური, რომელიც წარმოადგენდა ძირითად საშენ მასალას ბიზანტიურ არქიტექტურაში და X-XIII საუკუნეების რუსულ სატაძრო ხუროთმოძღვრებაში; ბიზანტიური პლინთის ზომები იყო 500×550×45 მმ, ხოლო რუსულის – 300×350×25 მმ;