პლუტოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პლუტოსი(ბერძნ.) სიმდიდრისა და სიუხვის ღმერთი, მიწის ნაყოფიერების განსახიერება. დემეტრესა და იასიონის ძე, რომელიც კრეტაზე იშვა.

პლუტოსი ბერძნულ მითოსში უშუალოდ დემეტრესა და პერსეფონეს კულტს უკავშირდება. პლუტოსი მფარველობდა ყველას, ვისაც დემეტრე და პერსეფონე სწყალობდა. ამ ორი ქალღმერთის ელევსინურ მისტერიაში გაერთიანებამ შესაძლებელი გახადა პლუტოსისა და პლუტონის (ჰადესის) თანაგვარობა, რამეთუ ქვესკნელის ღვთაება მიწისქვეშეთის უსამანო სიმდიდრეთა განმგებელიც იყო.

პლუტოსს ეძღვნება არისტოფანეს კომედია ამავე სახელწოდებით, სადაც ღმერთი ბრმა მოხუცია, რომელმაც არ იცის, როგორ გაანაწილოს სიმდიდრე. იგი, ასკლეპიოსის ტაძარში განკურნებული, მდიდრებს ართმევს ამ სიმდიდრეს და ღარიბებს ურიგებს. ეს საქციელი წარმოუდგენელ კომიკურ ეფექტს ქმნიდა იმ საზოგადოებაში, სადაც არავის სურდა შრომა და სადაც მათხოვრად ქცეული ღმერთები ემსახურებოდნენ გამდიდრებულ ღარიბებს.

ანტიკურ ხელოვნებაში არსებობს პლუტოსის ორგვარი გამოსახულება: შედარებით გავრცელებულია ჩვილი პლუტოსი სიუხვის რქით. ამ სახით იგი ან ღმერთების დასშია, ან ეირენესა თუ ტიქეს ხელში. ფერწერულ ლარნაკებზე კი იგი მოხუც კაცად გამოიყურება.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები