პნევმატიკური კონსტრუქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პნევმატიკური კონსტრუქცია − სამშენებლო კონსტრუქცია, რომლის მზიდუნარიანობა უზრუნველყოფილია ჰაერის შიგა ჭარბი წნევით. მისი ძირითადი ელემენტია გარსი, რომელშიც დაჭირხნილია ჰაერი. გარსის დასამზადებლად გამოიყენება პლასტმასის აფსკი ან ელასტიკური ჰაერგაუმტარი ქსოვილი. პნევმატიკური კონსტრუქცია ხასიათდება სიმსუბუქით, სეისმომდგრადობით, ტრანსპორტაბელურობით, კომპაქტურობით, მონტაჟის და აწყობის სიმარტივით. უარყოფითი მხარეებია: დიდი დეფორმადობა, ადგილობრივი მექანიკური დაზიანების შესაძლებლობა, ცეცხლსაშიშროება და ექსპლუატაციის მცირე დრო. არსებობს პნევმატიკური კონსტრუქციის სახეები: ჰაერზე დაყრდნობილი, პნევმოკარკასული, ვანტურ-პნევმატიკური და ლინზისებრი. აქედან ყველაზე გავრცელებულია პირველი ორი.