პნევმატიკური ტრანსპორტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პნევმატიკური ტრანსპორტი – შეკუმშულ ჰაერზე მომუშავე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ფხვიერი, საცალო და ბლანტპლასტიკური მასალების გადასატანად, როგორიცაა ცემენტი, წიდა, ნახერხი, ქვიშა და სხვ. ტვირთის გადაადგილება ხორციელდება ჰაერის ნაკადში. შედგება ძალური დანადგარისგან კომპრესორითა და ვაკუუმური ტუმბოთი, დამტვირთავი და განმტვირთავი მოწყობილობებისგან – მკვებავები, ჩამკეტები და სხვ. (ციკლონები, ფილტრები). ის სამრეწველო ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეა. საქართველოში ასეთი დანადგარი პირველად ამოქმედდა შულავერი-ლილოს ხაზზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები