პოლანსკი რომან
რომან პოლანსკი – (დაიბადა 1933 წელს პარიზში, საფრანგეთი) – ებრაული წარმოშობის კინორეჟისორი, ომისშემდგომი პერიოდის ერთ-ერთი გამოჩენილი კინემატოგრაფისტი. დაბადებული პარიზში, იზრდებოდა პოლონეთში, მოღვაწეობდა უპირატესად დიდ ბრიტანეთში (1963-1967), შეერთებულ შტატებსა (1968-1976) და საფრანგეთში (1976 შემდეგ). Cinuri დამთავრებული აქვს ლოძის (პოლონეთი) კინოსკოლა.
არის მრავალი უმნიშვნელოვანესი კინემატოგრაფიული ჯილდოს მფლობელი.
პოლანსკი ერთ-ერთ ყველაზე პესიმისტ რეჟისორად ითვლება. მისი ფილმების მთავარი გმირები, როგორც წესი, ხშირად აწყდებიან მუქარას – იყვნენ მორალურად, ზოგჯერ კი ფიზიკურად დასჯილები ირაციონალური, დემონური, მათთვის მიუწვდომელი ძალების მიერ. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში ეს ძალები იმარჯვებენ, ზოგჯერ კი საქმე პროტაგონისტის გონების დაკარგავით მთავრდება. ბოროტებამ პოლანსკისთან შეიძლება მიიღოს სხვადასხვაგვარი ფორმა: ფსიქიკური, მისტიური, სოციალურ-პოლიტიკური.
ფილმოგრაფია და ჯილდოები:
- 1962 – „დანა წყალში“ (ვენეციის სკფ. ფიპრესის პრიზი)
- 1965 – „ზიზღი“ (ბერლინის სკფ. ჟიურის სპეციალური პრიზი „ვერცხლის დათვი“, ფიპრესის პრიზი)
- 1966 – „ჩიხი“ (ბერლინის სკფ. „ოქროს დათვი“)
- 1968 – „როზმარის ბავშვი“
- 1971 – „მაკბეტი“
- 1974 – „ჩინური კვარტალი“ (ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისორს; BAFTA საუკეთესო რეჟისორს)
- 1979 – „ტესი“ (სეზარი საუკეთესო ფილმს, საუკეთესო რეჟისორს)
- 1986 – „მეკობრეები“
- 1992 – „მწარე მთვარე“
- 1993 – ვენეციის სკფ. „ოქროს ლომი“ მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის
- 1999 – „მეცხრე კარიბჭე“ (ევროპული კინოაკადემიის პრიზი დიდი მიღწევებისთვის მსოფლიო კინემატოგრაფში)
- 2002 – „პიანისტი“ (2002 კანის სკფ. „ოქროს პალმის რტო“; ოსკარი საუკეთესო რეჟისორს; BAFTA საუკეთესო ფილმს, დევიდ ლინის პრემია რეჟისურაში მიღწევებისთვის; სეზარი საუკეთესო ფილმს, საუკეთესო რეჟისორს; გოია საუკეთო ევროპულ ფილმს)
- 2005 – „ოლივერ თვისთი“
- 2010 – „მოჩვენება“ (ბერლინის სკფ. „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის; ევროპული კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო ფილმს, საუკეთესო რეჟისორს, სცენარისტის საუკეთესო ნამუშევარს; სეზარი საუკეთესო რეჟისორს)
- 2013 – „ვენერა ქურქში“ (სეზარი საუკეთესო რეჟისორს)
და სხვა.