პოლიეთილენის ბოჭკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიეთილენის ბოჭკობოჭკო, მიღებული პოლიეთილენტერეფთალატის ნადნობისგან. ის თბომედეგობით ბევრად აჭარბებს სხვა ცნობილ ბუნებრივ და ქიმიურ ბოჭკოებს. მდგრადია თელვის, ცვეთის, სინათლის სხივის, მჟავების, დამჟანგველების მიმართ; აქვს კარგი ელექტროსაიზოლაციო თვისებები; ნაკლებად მდგრადია ტემპერატურისა და ტუტეების მიმართ. გამოიყენება ბაგირების, გვარლების, თოკების, კონვეიერის ლენტების, ამძრავი ქამრების, საფილტრავი მასალების დასამზადებლად და სხვ. პოლიეთილენის ბოჭკო გავრცელებული სავაჭრო დასახელებებია: ლავსანი (რუსეთის ფედერაცია), ტერილენი (დიდი ბრიტანეთი), დაკრონი (აშშ), ელანა (პოლონეთის რესპუბლიკა), ტესილი (ჩეხეთის რესპუბლიკა) და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები