პოლიკაპროლაქტონი
პოლიკაპროლაქტონი – თერმოპლასტიკური პლასტმასი, ბიოხრწნადი პოლიეთერი ლღობის დაბალი ტემპერატურით (59-64°С). წარმოადგენს ε-კაპროლაქტონის პოლიმერს (კაპროლაქტონი – უფერო სითხე, ციკლური ეთერი; სახელი დაკავშირებულია კაპრონის მჟავასთან. გამოიყენება კაპროლაქტამის საწყის პროდუქტად).
კაპროლაქტონი უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, მდგრადია წყლის, გამხსნელებისა და ზეთების მიმართ. შეუცვლელი მასალაა სპეციალური პოლიურეთანისა და კომპოზიტური მასალების წარმოებაში. ყოფაცხოვრებაში გამოიყენება საძერწ მასალად, სათამაშოების, მოდელების, რობოტების წარმოებაში, ნაკეთობის პირველსახის აღსადგენად და სხვ.
კაპროლაქტონის დასარბილებლად საკმარისია მისი მოთავსება ცხელ წყალში ან მიკროტალღურ ღუმელში და მივიღებთ გამჭვირვალე, საძერწად ვარგის, მასალას. იგი ადვილად იცვლის ფორმას, არ ეკვრის ხელებზე და ხანგრძლივად ინარჩუნებს სირბილეს. გამოყენების შემდეგ ნაძერწი ოთახის ტემპერატურაზე მყარდება, ღებულობს თეთრ ფერს, ემსგავსება ჩვეულებრივ პლასტმასას და ემორჩილება მექანიკურ დამუშავებას (ბურღვა, ხერხვა, გათლა).
პოლიკაპროლაქტონის მსოფლიოში გავრცელებული მარკებია: Hand Moldable Plastic, Mold-Your-Own Grips, InstaMorph, Shapelock, Friendly Plastic, Plastimake, Poly-morph, პოლიმორფუსი, ეკოფორმაქსი, პოლიკაპროლაქტანი, პროტოპლასტი.