პოლიკონუსური პროექცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლიკონუსური პროექცია

პოლიკონუსური პროექცია – (polyconic(al) projection), ელიფსოიდური ან სფერული ზედაპირის სიბრტყეზე გამოსახვის მათემატიკური ხერხი. რუკების მათემატიკური საფუძვლის – კარტოგრაფიული ბადის ასაგებად გამოიყენება დამხმარე გეომეტრიული ზედაპირები – რამდენიმე კონუსი. ელიფსოიდურ ან სფერულ ზედაპირს წარმოსახვით ყოფენ სარტყლებად, რომლებსაც აგეგმილებენ კონუსზე და შემდეგ შლიან სიბრტყეზე. არის მხები და მკვეთი პროექციები. პარალელები გამოისახება ექსცენტრული წრეხაზების რკალებით ანუ სხვადასხვა ცენტრის მქონე პარალელებით. ცენტრალური მერიდიანი სწორი ხაზია, რომელზეც განლაგებულია პარალელების ცენტრები, დანარჩენი მერიდიანები მრუდი ხაზებია. ნორმალურ პოლიკონუსურ პროექციებს ძირითადად იყენებენ მსოფლიოს რუკებისთვის.



იხილე აგრეთვე

კარტოგრაფიული პროექცია

წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები