პოლიმერული ბათქაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიმერული ბათქაშიბათქაში, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია ელასტიკური მასალა – პოლიურეთანი, ეპოქსიდური ფისი ან აკრილი. მისი ძირითადი სახეებია: აკრილური, სილიკონური, სილიკატური და სილოქსანური. მზადდება წყალზე (აკროლური, პოლივინილაცეტატური, ბუთან-სტირენული) ან უწყლოდ (პოლიურეთანული, ეპოქსიდური). მიუხედავად მინე-რალურ ბათქაშთან შედარებით მაღალი ფასისა, პოლიმერული ბათქაში წარმატებით გამოიყენება, რადგან კარგად იცავს კედლის ზედაპირს მექანიკური დაზიანების, ტემპერატურის, ტენის, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, იძლევა სასიამოვნო ფერთა გამას, ადვილად ირეცხება, აქვს შესანიშნავი ბგერა- და თბოსაიზოლაციო თვისებები, მედეგია მზის სხივებისა და დაბალი ტემპერატურის მიმართ, არ უჩნდება ბზარები, გამოირჩევა ცეცხლ- და ხანმედეგობით და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები