პოლიცია ძველ ეგვიპტეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიცია ძველ ეგვიპტეში – პოლიცია ეგვიპტეში არ იყო ჯარის ნაწილი. ის შექმნილი იყო ქვეყნის შიგნით წესრიგის დასამყარებლად და დაუცველების დასაცავად.

სოფლის პოლიცია იცავდა ყანებს და მათ მეპატრონეებს ქურდობისაგან და თავდასხმებისაგან, და ასევე აიძულებდა ურჩ გლეხებს, გადაეხადათ გადასახადები. პოლიციის განსაკუთრებული ძალები, რომლებსაც დამხმარეებად ძაღლები ჰყავდათ, ყარაულობდნენ საზღვრებს, იგერიებდნენ მომთაბარეებს და ეძებდნენ გაქცეულ პატიმრებს. პოლიციელები იცავდნენ წესრიგს ქალაქებში და ნეკროპოლისებში. რამსეს X-ის დროს დააპატიმრეს სამარხების მძარცველების ჯგუფი, ძირითადად დაბალი რანგის მოხელეები, ქურუმები და მათი ცოლები. საგულისხმოა, რომ ეს დანაშაული გამოაშკარავდა იმიტომ, რომ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც სავარაუდოდ უკმაყოფილო იყო წილით, რომელიც მას ერგო, დამნაშავეები პოლიციაში დააბეზღა. XVIII დინასტიიდან პოლიციის დიდ ნაწილს შეადგენდნენ მაჯაები, ნუბიელთა მომთაბარე ტომები, რომლებიც უფრო ადრე იბრძოდნენ ეგვიპტის ჯარში ჰიკსოსების წინააღმდეგ. მათ შექმნეს ძალიან ორგანიზებული პოლიციური ნაწილები და ძალიან მალე აითქვიფნენ ეგვიპტურ საზოგადოებაში.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები