პრემუნიცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პრემუნიცია – (ლათ. praemunitio ვიცავ), არასტერილური იმუნიტეტი – არამთვისებლობის მდგომარეობა, რომლის დროს კონკრეტული სახეობის ცხოველის ორგანიზმში შენარჩუნებულია მისთვის ვირულენტური დაავადების აღმძვრელი. პრემუნიცია – მასპინძელსა და პარაზიტს შორის ბიოლოგიური წონასწორობის მდგომარეობაა, რომელიც აღინიშნება მრავალი ინვაზიური დაავადების შემთხვევაში.