პრობლემა დაკავშირებული ფსიქოაქტიურ /სამკურნალწამლო საშუალებებთან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრობლემა დაკავშირებული ფსიქოაქტიურ /სამკურნალწამლო საშუალებებთან - (drug-related problem) – ფსიქოაქტიური ნივთიერებების (განსაკუთრებით – არალეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებების) მოხმარების ერთ-ერთი არასასურველი შედეგი. არ არის აუცილებელი, „დაკავშირებული“ ასახავდეს პირდაპირ კავშირს.

აღნიშნული ტერმინი შემოღებულია ტერმინის „პრობლემა, დაკავშირებული ალკოჰოლთან“ ანალოგიურად, მაგრამ მისი გამოყენება ხდება უფრო იშვიათად, რადგან ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება, და არა მისი შედეგები, უკვე განიხილება როგორც პრობლემა. ტერმინი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც ინდივიდის, ისე საზოგადოების დონეზე. ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე განხორციელებული საერთაშორისო კონტროლის დროს მასთან დაკავშირებული პრობლემები მიიღება მხედველობაში კონტროლირებად (ფსიქოაქტიურ) ნივთიერებებზე ჯანმოს მიერ განხორციელებული კონტროლის დონის განსაზღვრისას ამასთან ერთად, მხედველობაში მიღებულია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამოკიდებულების პოტენციალი და მაცნედ მოხმარების პოტენციალი „ნარკოტიკული პრობლემები“ – შესაძლებელია იყოს „პრობლემა დაკავშირებული ფსიქოაქტიურ-სამკურნალწამლო საშუალებებთან“ (მონათესავე ტერმინი), მაგრამ იგი არ შეიძლება გავაიგივოთ „ნარკოტიკების პრობლემასთან“, რომელიც ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს განიხილავს როგორც პოლიტიკურ მოვლენას.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები