პროგრესისათვის კავშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„პროგრესისათვის კავშირი“აშშ-ის მიერ ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის ეკონომიკური დახმარების პროგრამა.

„პროგრესისათვის კავშირის“ ძირითადი იდეა წამოაყენა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯ. ფ. კენედიმ ლათინოამერიკელ დიპლომატთა და სხვა ოფიციალური პირების წინაშე გამოსვლისას 13.11.1961. ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სპეციალურ სესიაზე, რომელიც ჩატარდა 5-17.VIII.

1961 პუნტა-დელ-ესტეში (ურუგვაი), მიიღეს განცხადება ზოგადი პრინციპების თაობაზე, ასევე „პუნტა-დელ-ესტეს ქარტია“, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო „პროგრესისათვის კავშირ“-ის მიზნები და პროგრამა. აშშ-ის მთავრობა პირობას იძლეოდა, 1961-71 განმავლობაში (პროგრამა თავდაპირველად 10 წელიწადზე იყო გათვლილი) ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის გამოეყო ყოველწლიურად 2 მილიარდი დოლარი, აქედან 1 მლრდ. დოლარს გამოყოფდა უშუალოდ აშშ-ის მთავრობა, 900 მლნ დოლარს უზრუნველყოფდნენ მსოფლიო ბანკი (რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი), განვითარების ამერიკათაშორისო ბანკი, ასევე ამერიკული და ევროპული კერძო კაპიტალდაბანდებანი.

ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში შეიქმნა „ექსპერტთა კომიტეტი“, რომლისთვისაც ლათინური ამერიკის ქვეყნების მთავრობებს უნდა წარედგინათ თავისი ეკონომიკური და სოციალური განვითარების გრძელვადიანი გეგმები. 1969 წლის ნოემბერში ნ. როკფელერმა, რომელმაც ლათინური ამერიკის ქვეყნებში იმოგზაურა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსით, მოამზადა მოხსენება, რომელშიც არსებითად აღიარებული იყო „პროგრესისათვის კავშირის“ პროგრამის მარცხი. 18.II.1970 რ. ნიქსონის ახალ საგარეო პოლიტიკურ პროგრამაში „პროგრესისათვის კავშირი“ უკვე აღარ იყო ნახსენები როგორც ლათინურ ამერიკაში აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება, რაც ნიშნავდა აშშ-ის ფაქტობრივ უარს ამ პროგრამის გაგრძელებაზე.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები