პროკარიოტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პროკარიოტები – (prokaryota; ბერძნ. pro მისადგამი, ნიშნავს რაღაცისადმი წინმავალს, წინმსწრებს + karyon ბირთვი), ორგანიზმები, რომელთაც არ გააჩნიათ უჯრედული ბირთვი და ქრომოსომული აპარატი. მათ მიეკუთვნება ბაქტერიები, რიკეტსიები, მიკოპლაზმები, მულურჯო-მომწვანო წყალმცენარეები და სხვ. პროკარიოტების მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემა ხდება დნმ-ის ძაფის ე.წ. ნუკლეოიდის მეშვეობით. იგი არ არის გამიჯნული ციტოპლაზმისაგან მემბრანის მეშვეობით.