პროტოგრაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროტოგრაფი – პირველდაწყებითი ტექსტი. ეს ცნება გამოიყენება როგორც ზეპირი, ისე ფიქსირებული ტექსტის მიმართ. პროტოგრაფი ზეპირი ან ფიქსირებული ტექსტის ახლო წინამორბედია. ამიტომაც მისგან დიდათ არ განსხვავდება ზოგჯერ ემთხვევა კიდეც. დამთხვევა, იდენტურობა განსაკუთრებით პოეტურ ჟანრებს ახასიათებს პროზაულისაგან განსხვავებით (ლექსი, ანდაზა, გამოცანა, შელოცვა, წყევლა, საგალობელი) თუ პირველი მთქმელისაგან მოსმენილი ტექსტი მეორე შემსრულებლისათვისს ორიგინალის როლში გამოდის, იგივე ტექსტი მესამე და მეოთხე შემსრულებლისათვის უკვე პროტოგრაფი იქნება. ასევე ფიქსირების შემთხეევაში, დედნიდან პირველგადმონაწერი ისლი ანუ პირია, მაგრამ 4-5 ჯერ გადანაღები ასლის მიმართ პირველი ტექსტი პროტოგრაფი არის. მთქმელი რეპერტუარს მხოლოდ ზეპირმონასმენის მიხედვით არ იმუშავებს. ამ შემთხვევაში მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს ნაბეჭდი წიგნი წარმოადგენს. დაბეჭდილი ტექსტი შეიძლება მოგვევლინოს ზეპირი ტექსტის როგორც პროტოგრაფად, ისე არქეტიპად.

მ. ჩიქოვანი

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები