პროტოზოოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პროტოზოოზები – (protozooses; ბერძნ. protos პირველი + zoon ცოცხალი არსება, oses დაავადებები) – უმარტივესი პარაზიტული ორგანიზმებით გამოწვეული ადამიანისა (სამედიცინო პროტოზოოლოგია) და ცხოველების (სავეტერინარო პროტოზოოლოგია) დაავადებათა (პიროპლაზმიდოზები, კოქციდიოზები, მასტიგოფოროზები, ცილიატოზები და სხვ.) ჯგუფი.