პროცენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროცენტი - (interest, <ლათ. procentum − „ყოველ ასზე“, „ასიდან“, „ასზე“.)

  1. რიცხვის მეასედი, აღინიშნება ნიშნით-%;
  2. შემოსავალი, რომელსაც მესაკუთრე იღებს გადასახადის სახით ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან თავის საკუთრებაში არსებული ობიექტების გამოყენებისათვის;
  3. სასესხო პროცენტი, სარგებელი, რომელსაც იღებს კრედიტორი გაცემულ სესხზე.


ერთეულად მიღებული მთელის მეასედი ნაწილი. აღინიშნება % ნიშნით. პროცენტის მეათედს პრომილეს უწოდებენ და ასე აღნიშნავენ ‰ .

პროცენტის ცნება ხშირად გამოიყენება სამეურნეო და სტატისტიკურ გამოთვლებში., ასევე მეცნიერების მრავალ დარგში სიდიდეთა ნაწილებს გამოსახავენ პროცენტებში.

მაგალითად, თუ რაიმე a სიდიდის თანხა ერთი წლის განმავლობაში (ან დროის რაიმე შუალედში) იზრდება p% -ით, მაშინ n წლის შემდეგ იგი გახდება

Proc001.png

ეს არის მ ა რ ტ ი ვ ი პ რ ო ც ე ნ ტ ე ბ ი ს ფორმულა. აქ იგულისხმება, რომ ყოველი წლის ბოლოს ამ წლის შემოსავალი ამოიღება, ასე, რომ ახალი წლიდან შემოსავალი აითვლება პირველსაწყისი სიდიდიდან (სწორედ ამიტომ უწოდებენ მას მ არ ტ ი ვ პროცენტს).

თუ შემოსავალს დაუმატებთ პირველსაწყის სიდიდეს და, ახალი წლიდან შემოსავალს გამოვითვლით გაზრდილი თანხიდან, მაშინ ამბობენ, რომ გვაქვს რ თ უ ლ ი პ რ ო ც ე ნ ტ ი და ამ შემთხვევაში საწყისი a სიდიდე n წლის შემდეგ გახდება

Proc003.png

ეს არის რ თ უ ლ ი პროცენტის საანგარიშო ფორმულა.

პროცენტები ცნობილი იყო ინდოეთში ჯერ კიდევ V საუკუნეში ეს ერთგვარად კანონზომიერია, რადგანაც ინდოეთში უძველესი დროიდან იყენებდნენ თვლის ათობით სისტემას. ევროპაში ათწილადების გამოყენება დაახლოებით ათასი წლით გვიან დაიწყეს. იგი შემოიღო ბელგიელმა მეცნიერმა ს. სტევინმა. მან 1584 წელს პირველად გამოაქვეყნა პროცენტების ცხრილი.

ამ ტერმინის გამოყენება მათემატიკაში შევიდა სავაჭრო და ფინანსური ურთიერთობებიდან. არსებობს % -ით აღნიშვნის რამდენიმე ვარიანტი. რიგითი რიცხვითი სახელები ასე იწერებოდა: 10 – პირველი, 20 -მეორე, ასე რომ, C0 აღნიშნავდა „მეასეს“. XVს-ის იტალიურ ხელნაწერებში per cento სიტყვას ასე წერდნენ: perC, pC, pC0, შემდეგ p Wil001.png და საბოლოოდ Wil001.png. ირიბი ხაზი % გამოჩნდა XIX ს-ის შუა წლებში, ტიპოგრაფიული მოსაზრებებით. სხვა წყაროების მიხედვით % აღნიშვნა მიღებულია სიტყვა cento-ს შემოკლებული ct0 ჩანაწერის დამახინჯებით. 1685 წელს გამოცემულ „კომერციულ არითმეტიკაში“ ასოთამწყობმა ჩანაწერი ct0 მიიღო წილადად და დაბეჭდა Wil001.png სახით. ამის შედეგად შემოიღეს % ნიშანი პროცენტის აღსანიშნავად და XIX საუკუნიდან საერთო აღიარებაც მიიღო.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები