პტოლემაიოს III ევერგეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პტოლემაიოს III ევერგეტი

პტოლემაიოს III ევერგეტი (ეგვიპტის მეფე ძვ.წ. 246-221) – ეგვიპტის მეფე პტოლემაიოსების დინასტიიდან.

პტოლემაიოს III-ს მმართველობისას ეგვიპტე მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სამეფო და აღმოსავლეთის ჰეგემონი გახდა. ეგვიპტელებმა გააფართოვეს საზღვრები მცირე აზიაში და სირიაში. პტოლემაიოსმა დაიმორჩილა კირენაიკაც. III სირიული ომის დროს ეგვიპტის ჯარებმა პტოლემაიოს III-ს ხელმძღვანელობით დალაშქრეს სირია და აიღეს სელევკიდების იმპერიის დედაქალაქი, ანტიოქია ორონტზე და ბაბილონი. თუმცა შინააშლილობის გამო პტოლემაიოსი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, თუმცა მისი დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნება ეგვიპტელებმა მოახერხეს.

პტოლემაიოს III-ს მკვიდრად ეპყრო პალესტინის ტერიტორია, რომლის ტერიტორიაზე გადიოდა ინდოეთიდან მომავალი სავაჭრო გზა ეგვიპტემდე. ეგვიპტის მეფე დიდი პატივისცემით ექცეოდა იუდეველებს და მათ რწმენის თავისუფლება მიანიჭა. ასევე მისი მმართველობის პერიოდში წარმატებით გრძელდებოდა ძველი აღთქმის თარგმნა ბერძნულ ენაზე. პტოლემაიოს III ევერგეტის მეფობა ეგვიპტეში ძვ.წ. 221 წლამდე გაგრძელდა. მის შემდეგ ეგვიპტის ტახტზე პტოლემაიოს IV ფილოპატორი ავიდა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები