პუნში ალუალით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პუნში ალუალით
1 ჭიქა შავი ჩაი;
1 ლიმონი;
2 ცალი მიხაკი;
2 ჭიქა წითელი ღვინო;
1/2 ჭიქა კურკაგამოცლილი ალუბალი;
2 ს/კ შაქარი;
1 ს/კ ალუბლის ლიქიორი;
1 მწიკვი დარიჩინი;
ვანილი (დანის წვერზე).
ლიმონი გავჭრათ შუაზე. ერთ ნახევარში ჩავარჭოთ მიხაკი, დავასხათ ჩაი, ღვინო, დავუმატოთ ალუბალი, შაქარი, ლიქიორი, დარიჩინი, ვანილი და ვადუღოთ თავდახურულ ჭურჭელში 5-6 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენიდან ამოვიღოთ ლიმონი, ჩავასხათ ჭიქებში, მოვრთოთ დარჩენილი ლიმონის ნაჭრებით და მივიტანოთ მაგიდასთან.