პუცოლანიანი პორტლანდცემენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პუცოლანიანი პორტლანდცემენტიცემენტი, რომელიც მიიღება კლინკერის, თაბაშირისა და აქტიური მინერალური დანამატის ერთად დაფქვით ან ცალ-ცალკე დაფქვითა და კარგად არევით. მას ემატება ვულკანური წარმოშობის დანამატი – პემზა, ტუფი, ასევე გლიეჟი ან სათბობის ნაცარი (25-40%), დანალექი ქანებიდიატომიტი, ტრეპელი, ოპოკა (20-30%). დაფქვის სიწმინდის, შეკვრის ვადების და სხვა თვისებების მიხედვით მას წაეყენება იგივე მოთხოვნები რაც ჩვეულებრივ პორტლანდცემენტს. ნორმალური სისქის ცომის მისაღებად, ჩვეულებრივთან შედარებით, 30-50%-ით მეტი წყალია საჭირო. შენახვისას ადრე კარგავს აქტიურობას. ფოლადის არმატურასთან კარგი შეჭიდულობა აქვს. ჰაერზე გამაგრებისას ხასიათდება დიდი დეფორმადობით. ძირითადად იყენებენ მიწისქვეშა და წყლიან გარემოში, სადაც საჭიროა დიდი წყალუჟონადობა და წყალმედეგობა, ნაკლები სითბოგამოყოფა. ნაკლებად ყინვამედეგია და ზამთარში დაბეტონებისათვის არ გამოიყენება.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები