დებიურო ჟან ბატისტ გასპარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჟან ბატისტ გასპარ დებიურო-დან)
ჟან ბატისტ გასპარ დებიურო – (фр. Jean-Gaspard-Baptiste Deburau, 1796-1846), ფრანგი მსახიობი - მიმი. 1819 წ.
დიდი წარმატებით ითამაშა პიეროს როლი პანტომიმაში „არლეკინი-მკურნალი“. შემდგომში ითამაშა პანტომიმებში „გაშმაგებული ხარი“, „ოქროს სიზმარი, ანუ არლეკინი და ძუნწი“, „ვეშაპი“, „პიერო აფრიკაში“ (და სხვ.). მან შეინარჩუნა პიეროს ძველი ფარსული გრიმი (ფქვილით შეთეთრებული სახე), მაგრამ შეცვალა მისი იერი, შექმნა მსოფლიოში ცნობილი პიეროს კოსტიუმი. იგი დიდებულად ათავსებდა ექსცენტრიკას და ფსიქოლოგიურ სიმართლეს.