ჟენევის კონფერენცია 1927

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟენევის კონფერენცია 1927 – გაიმართა (14-16 ივნისს) ერთა ლიგის საბჭოს სესიის პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია (ინგლისის – ჩემბერლენი, საფრანგეთისბრიანი, გერმანიისშტრეზემანი, იტალიის – შალოია, ბელგიის – ვანდერეელდე, იაპონიის – ისი), რომლის ინიციატორი იყო ოსტინ ჩემბერლენი. 1927 წლის მაისში არკოსზე (სრულიად რუსეთის კოოპერაციული საზოგადოება) საჰაერო თავდასხმას მოჰყვა დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა საბჭოთა კავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ბოდუინის მთავრობა შეეცადა ანტისაბჭოთა ბლოკის ჩამოყალიბებას და კონფერენციის პირველსავე დღეს ჩემბერლენმა წარმოადგინა „კომინტერნის პროპაგანდის და საბჭოთა მთავრობასთან კავშირის“ საწინააღმდეგოდ მიმართული ერთობლივი დეკლარაციის პროექტი. პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ვინაიდან გერმანია ატარებდა ლავირების პოლიტიკას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ხოლო საფრანგეთს არ სურდა დიდი ბრიტანეთის ინტერესების წახალისება, თუნდაც თავის საზიანოდ, თავშეკავებული პოზიცია დაიკავა იაპონიამაც. ორდღიანი დისკუსიის შემდეგ მიიღეს ერთობლივი კომუნიკე „ლოკარნოს პოლიტიკის” გაგრძელების შესახებ. ამით ფაქტობრივად მიიჩქმალა ო. ჩემბერლენის დიპლომატიის მარცხი.

იხილე აგრეთვე

ლოკარნოს ხელშეკრულებები 1925

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები