ჟენევის ოქმი 1925

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟენევის ოქმი 1925 - ომში მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა მსგავსი აირების და ბაქტერიოლოგიური საშუალებების გამოყენების აკრძალვის შესახებ – მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხუთავი, მომწამვლელი და სხვა მსგავსი გაზების, ასევე ნებისმიერი ანალოგიური ნივთიერებების გამოყენება საომარი მოქმედების დროს სამართლიანად არის დაგმობილი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ და აკრძალულია ხელშეკრულებებში, რომელთა წევრები მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნები არიან. გაზისა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენების ამკრძალავი ხელშეკრულებების რიცხვს მიეკუთვნება: ჰააგის დეკლარაცია ყუმბარების გამოუყენებლობის შესახებ, რომელთა ერთადერთი დანიშნულებაა მხუთავი გაზის გავრცელება (1899), ვერსალის საზავო ხელშეკრულება 1919, სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულება 1919, ტრიანონის სამშვიდობო ხელშეკრულება (1920) და სხვა, რომელთაც ემყარება ჟენევის ოქმი 1925. ოქმის მონაწილე სახელმწიფოებმა დაადასტურეს, რომ აღიარებენ ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვას და თანახმანი არიან, გაავრცელონ ეს აკრძალვა ომის წარმოების ბაქტერიოლოგიურ საშუალებებზე. ჟენევის ოქმის დეპოზიტორია საფრანგეთი, მოქმედების ვადა შეზღუდული არ არის.



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები