რაგუზინსკი-ვლადისლავიჩი სავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სავა რაგუზინსკი-ვლადისლავიჩი

სავა რაგუზინსკი-ვლადისლავიჩი – (Савва Лукич Рагузинский-Владиславич, 16 იანვარი 1669 — 17 ივნისი 1738), რუსი დიპლომატი.

დიპლომატიური მოღვაწეობა დაიწყო არაოფიციალური დავალებების შესრულებით. 1711 იყო რუსეთის წარმომადგენელი ჩერნოგორიასა და მოლდავეთში. 1716-22, პეტრე I-ის დავალებით, აწარმოებდა მოლაპარაკებებს რომსა და ვენეციაში. 1725 დაინიშნა ელჩად ჩინეთში სავაჭრო და სასაზღვრო ურთიერთობის რეგულირებისათვის. 1726 წლის ოქტომბრიდან 1727 წლის აპრილამდე აწარმოებდა მოლაპარაკებებს პეკინში ცინის იმპერიის წარმომადგენლებთან, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. რამდენიმე ხნის შესვენების შემდეგ მოლაპარაკება განახლდა სასაზღვრო რაიონში ბურზე, სადაც 20.VIII.1727 ხელი მოაწერეს ბურიის ხელშეკრულებას განიარაღების შესახებ. 21-X. შესაძლო პირობების საფუძველზე, რომელიც შემუშავებულ იქნა მოლაპარაკების დროს, ბურიის ხელშეკრულების განხილვისას, რაგუზინსკი-ვლადისლავიჩმა და მანჯურიის რწმუნებულებმა შეადგინეს ახალი ხელშეკრულება, რომლის მუხლებმა ვაჭრობის შესახებ, ჩინეთში რუსეთის მისიის დამკვიდრებისა და სასაზღვრო რეგლამენტის დადგენის შესახებ დასახეს რუსეთ-ჩინეთის დამოკიდებულებაში კეთილსაიმედო პერსპექტივები. ხელშეკრულების პროექტი ჩინეთში დასამტკიცებლად გაიგზავნა. მისი ტექსტების გაცვლა შედგა 14-VI.1728 კიასტაში. პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ მან შეადგინა მთავრობისთვის მნიშვნელოვანი ჩანაწერები ჩინეთზე. შემდგომში ის არაერთხელ მონაწილეობდა ვაჭრობასთან დაკავშირებულ რუსულ-ჩინური საკითხების განხილვაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები