რადიაციული საშიშროების რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რადიაციული საშიშროების რუკა – (map of radiation danger), გამოსახავს რადიაციული საშიშროების ობიექტების განლაგებას, მოსახლეობის გამოსხივებით დაავადებისა და მისი შესაძლებელი შედეგების გავრცელების ალბათობას. რუკაზე აღნიშნავენ: ბირთვული იარაღის გამოსაცდელ პოლიგონებს, ბირთვული აფეთქების და ავარიების ადგილებს, ურანის საბადოებს, ბირთვული სათბობების მწარმოებელ საწარმოებს, რადიაქტიული მასალების დაგროვებისა და ბირთვული ნარჩენების შენახვის ადგილებს, ატომურ ელექტროსადგურებს და სხვ. რუკაზე შესაძლებელია გარემოს რადიაციული დაბინძურების საშიშროების შეფასების, ამ საშიშროების თავიდან აცილების ან მისი შედეგების ლიკვიდაციის ასახვაც.