რაზმაძე თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამარ რაზმაძე

რაზმაძე თამარ − (1973), პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა სტუ-ს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი ჟურნალისტის სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში, ტელეკომპანია TV-4-ზე. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა ჟურნალ „სხივში”, სადაც დაიბეჭდა ორი მოთხრობა, ლექსები კი პირველად ჟურნალ „ათინათში” გამოაქვეყნა.


* * *
მახსოვს, მითხარი, რომ არ ვბერდები,
(იქნება ფიქრობ, გული დაბერდა?!)
თავს იწამლავდა ზამთარში გრძნობა,
მაისში - ეჭვებს ნთქავდა, არბევდა!
ჟამთასვლა ჭენებ-ჭენებით, როკვით
მტვერს ყრიდა, თუმცა საფლავთა ქვაზე,
მწამს, სერაფიტას ლანდიც - ლიცლიცა
იოდმანგანის იცდიდა კარზე·
ანდა, ვინ თქვა, რომ ცოდვას ვუკმევდი,
რომ მონატრებით არ ვარ მართალი?!.
სიბერეს ტრფობა რომ მიეჩრდილა,
არ იბრწყინებდა მაშ თაჯ-მაჰალი!·.
ვითომ გაყინავს დრო სუნთქვას ლტოლვის?
განა ვარსკვლავებს არ ახსოვთ ფიცი?
ხომ ვერ შერისხე წარსულად ჩემი
შენსკენ ნასროლი მზერის კისკისი?!.
რომ „არ ვბერდები“, დრო განა არ ქრის,
მეც დამიტოვა თვალთან რკალები,
ჟამი ვერ წალეკს ერთადერთ ბომონს,
თუ სიყვარულში დავიკარგებით!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები