რაკონიჯის შეთანხმება 1909

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაკონიჯის შეთანხმება 1909 – (საიდუმლო შეთანხმება, რუსეთისა და იტალიას შორის). გაფორმდა ნოტების გაცვლის გზით 11(24).X, რაკონიჯიში (ტურინის მახლობლად) ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, იმპერატორ ნიკოლოზ II-ის იტალიაში ვიზიტის დროს.

ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ანექსიამ, რომელიც ავსტრია-უნგრეთმა განახორციელა 1908 წლის ოქტომბერში და ამით დაარღვია სამთა კავშირის შესახებ მე-4 ხელშეკრულება, იტალიის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც შედეგად მოჰყვა იტალიისა და რუსეთის დაახლოება, ამას ხელი შეუწყო ასევე რუსეთ-ავსტრიის წინააღმდეგობათა გამწვავებამ ბალკანეთში. შეთანხმების მიხედვით, რუსეთმა და იტალიამ იკისრეს, შეენარჩუნებინათ სტატუს-კვო ბალკანეთში, ასევე „ეროვნულობის პრინციპი“ ბალკანეთის სახელმწიფოთა განვითარებაში; მხარეებმა იკისრეს, არ დაედოთ მესამე სახელმწიფოსთან შეთანხმება ბალკანეთის საკითხზე მეორე მხარის მონაწილეობის გარეშე. შეთანხმება მოასწავებდა იტალიის თანდათანობით დაცილებას სამთა კავშირიდან და მის ანტანტასთას დაახლოებას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები