რამიშვილი ვალერიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალერიან რამიშვილი – (14 იანვარი 1907, სოფ. დიდი ვანი, ჩოხატაურის რ-ნი, – 8 ნოემბერი 1990, თბილისი), პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (I965), პროფესორი (1967), საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი (1960), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1977).

1933 დაამთავრა თბილისის თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ-ში, თბილისის პედაგოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; იყო განათლების სამინისტროს მეთოდ. განყოფილების გამგე, პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1959-იდან მუშაობდა ა. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1960-68 იყო დაწყებითი განათლების პედაგოგი და მეთოდიკის კათედრის გამგე, 1968-იდან გარდაცვალებამდე – ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკის კათედრის გამგე.

ვ. რამიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა მეტად ნაყოფიერი იყო. იგი ავტორია 750 ნაშრომისა (მონოგრაფიები, სტატიები). მათი ძირითადი ნაწილი ეძღვნება ქართული ენის სწავლების მეთოდიკას: „ქართული ენის სწავლების მეთოდიკა“ (1954, გამოიცა 4-ჯერ); „განმავითარებელი სწავლების პრობლემატიკა“ (1958); „ქართული ენის სწავლების მეთოდიკის საფუძვლები" (1982) და სხვ. ვ. რამიშვილი ავტორია დაწყებითი კლასების პროგრამებისა და სახელმძღვანელოებისა. ამ სფეროში გაწეული ღვაწლისათვის ვ. რამიშვილს მიენიჭა ი. გოგებაშვილის სახელობის I ხარისხის პრემია (1978)

მ. ჩიჩალაძე


თხზულებები

  • პუნქტუაციის სწავლების მეთოდიკა, თბ, 1954;
  • სტილისტიკის სწავლებისა და მეტყველების სტილზე მუშაობის საკითხები. თბ. 1965;
  • „დედაენა”. მოსამზადებელი კლასებისათვის, თბ, 1973;
  • „დედაენა“. 1 კლასისათვის, თბ., 1973;
  • ქართული ენის სწავლების მეთოდიკის საკითხები დაწყებით კლასებში, თბ. 1976;
  • ი. გოგებაშვილის „დედაენა“, თბ., 1979

ლიტერატურა

  • ჩინჩალაძე მ, ვალერიან რამიშვილი (მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი), თბ. 1992.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები