რაფხია აშა ალიზხივე (რაფხჲა აშა ალჷზხჷჳ) - აფხ. ნადირობის დროს ვინც პირველმა გამოუშვა სისხლი, ე.ი. ვინც პირველმა ესროლა და მოარტყა ტყვია ნადირს. მას ეკუთვნის ნანადირევის თავი რქებით, მხარი და ასევე ტყავი, გარდა თანაბრად განაწილებული ხორცისა.
წყარო
აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი