რეაბილიტაცია (სამედიცინო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეაბილიტაცია - (rehabilitation) ინვალიდიზაციასთან მიმართებით – ფუნქციური შესაძლებლობების დონის მაქსიმალური მიღწევით, განათლებისა და გადამზადების მიზნით გამოყენებული კოორდინირებული სამედიცინო, სოციალური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური ღონისძიებები.

ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებულ სფეროში – პროცესი, რომლის დახმარებითაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შედეგად განვითარებული მოშლილობების მქონე ინდივიდი იძენს ჯანმრთელობის ოპტიმალურ მდგომარეობას, აგრეთვე – ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას.

რეაბილიტაცია მოჰყვება მკურნალობის საწყის ფაზას, რომელიც მოიცავს დეტოქსიკაციას, სამედიცინო და ფსიქიატრიულ მკურნალობას. რეაბილიტაცია მოიცავს სხვადასხვა მიდგომას: ჯგუფური თერაპია; რეციდივის თავიდან აცილების მიზნით ქცევითი თერაპიის სპეციალური ფორმები: ურთიერთდახმარების ჯგუფში ჩართვა, თერაპიულ თანასაზოგადოებაში ან „სახლში – შუა გზაზე“ ცხოვრება, პროფესიის ათვისება, შრომითი მოწყობა. მოსალოდნელი შედეგი – უფრო ფართო თანასაზოგადოებაში სოციალური რეინტეგრაცია.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები