ურთიერთდახმარების ჯგუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ურთიერთდახმარების ჯგუფი - (mutual-help group) – ჯგუფი, რომლის წევრებიც ერთმანეთს ალკოჰოლიზმის, ან სხვა რომელიმე ტიპის ნარკომანიული დამოკიდებულებისაგან გამოჯანმრთელებაში ეხმარებიან, ზრუნავენ ერთმანეთზე, რათა კვლავ არ ჩამოუყალიბდეთ დამოკიდებულების სინდრომი. ამავე დროს, ასეთი დახმარება ხდება პროფესიონალების მხრიდან მკურნალობის, დახმარების ან ხელმძღვანელობის გარეშე. სხვადასხვა სახის თორმეტსაფესურიანი ჯგუფები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით მოიცავენ ალკოჰოლის ან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებების დამოკიდებულებიდან გათავისუფლებას, არ სარგებლობენ ამა თუ იმ სახის რელიგიური თუ სასულიერო მიდგომებით. აღნიშნულ ჯგუფებში გამოირჩევიან ანონიმური ალკოჰოლიკები და ანონიმური ნარკომანები, აგრეთვე „ალ-ანონ“ (ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ოჯახებისათვის). ურთიერთდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება იმ პირთათვის, რომლებიც დახმარებას უწევენ ადამიანებს, რომელთაც აქვთ პრობლემები ალკოჰოლიზმის გამო, სათავეს იღებს 1840-იანი წლებიდან „ვაშინგტონელი ამერიკელების“ სახელით (American Wachingtonians) და მოიცავს ისეთ ევროპულ ჯგუფებს, როგორიცაა: „ცისფერი ჯვარი“, „ოქროს ჯვარი“, ჰუდოლინის ჯგუფი (Hudoling groups). აღნიშნული ჯგუფების ნაწილი თავიანთ მიდგომებში ითვალისწინებს პროფესიონალებისა და ნახევრადპროფესიონალების დახმარებას.

ზოგიერთი ჯგუფის („გამაჯანსაღებელი სახლები“ ან „სახლი შუა გზაზე“) თერაპიული გაერთიანება, რომელიც დახმარებას უწევს პირებს ფსიქოაქტიური ნივთიერების დამოკიდებულების დაძლევაში და რომელიც ითვალისწინებს აღნიშნულ ჯგუფში ცხოვრებას, შეიძლება აგრეთვე ჩაითვალოს ურთიერთდახმარების ჯგუფად. თვითდახმარების ჯგუფი – უფრო გამოყენებითი ტერმინია, მაგრამ „ურთიერთდახმარების ჯგუფი“ უფრო ზუსტად ასახავს ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის ორგანიზაციას.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები