რედუტ-კალე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რედუტ-კალენავსადგური დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე XIX საუკუნის I ნახევარში. მდებარეობდა მდინარე ხობისწყლის შესართავში, ახლანდელი სოფელი ყულევის (ხობის რაიონი) ადგილზე. დაარსდა 1804 წელს, როცა ამ ადგილებში რუსეთის ჯარის ნაწილები განლაგდა და რედუტი მოეწყო. 1846 წელს სანავსადგურო ქალაქის სტატუსი მიიღო. ყირიმის ომის (1853-56) დროს, 1854 წელს, რედუტ-კალე თურქულმა ესკადრამ დაბომბა, შემდეგ რუსულმა ჯარებმა მისი ციხესიმაგრე ააფეთქეს და ქალაქიდან გავიდნენ. პლაცდარმი თურქებმა დაიკავეს.

1856 წლის პარიზის საზავო ხელშეკრულების თანახმად 21 მარტს თურქებმა დათმეს რედუტ-კალე, მაგრამ ქალაქიდან გასვლისას გადაწვეს. ამის შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა და დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დაწინაურდნენ ფოთის და სოხუმის ნავსადგურები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები