რეზინის წებო − წებო, მიღებული ორგანულ გამხსნელებში (ბენზინი, ეთილაცეტატი და სხვ.) რეზინის ან კაუჩუკის გახსნით. გამოიყენება რეზინის და ტექნიკური ნაკეთობების აწყობისა და შეკეთებისას, რეზინის დასაწებებლად ლითონზე, ხეზე, ცემენტზე, მინასა და სხვ.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი