რეინოლდსი ჯოშუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოშუა რეინოლდსი. ლედი სარა ბანბერის მსხვერპლშეწირვა გრაციებისადმი, 1765; ტილო, ზეთი. 242X153 სმ. ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი, მისტერ და მისის უ.უ. ქიმბელების კოლექცია

ჯოშუა რეინოლდსი – (Sir Joshua Reynolds, 1723-1792), რომელიც ჰოგართის მომდევნო თაობას ეკუთვნოდა, საუკუნის დასასრულის ბრიტანეთის ხელოვნების მეინსტრიმს წარმოადგენდა. იტალიაში რენესანსული ხელოვნების შესწავლის შემდეგ, 1753 წელს რეინოლდსი ლონდონში დამკვიდრდა და დიდი ენერგიით შეუდგა მხატვრებისა და ხელოვნების მოყვარულთა წრეში კლასიკური სტილის ისტორიული მხატვრობის პოპულარიზაციას. 1768 წელს იგი სამეფო აკადემიის პირველი დანიშნული პრეზიდენტი გახდა. 1769-1790 წლებში რეინოლდსის მიერ სამეფო აკადემიაში წაკითხულ ცნობილ თხუთმეტ ლექციაზე, სახელწოდებით თხუთმეტი დისკურსი სამეფო აკადემიისათვის, იგი დეტალურად წარმოადგენდა ხელოვნების მისეულ თეორიებს. რეინოლდსი თვლიდა, რომ მხატვრები წარსულის დიდი, განსაკუთრებით, კლასიკური ტრადიციების მქონე ოსტატების მიერ დამკვიდრებული წესების მიმდევრები უნდა ყოფილიყვნენ. იგი აცხადებდა, რომ იდეალური სახე-ხატი უნივერსალურ ჭეშმარიტებასთან უნდა ყოფილიყო კავშირში და რომ მხატვარს თავი უნდა აერიდებინა მარტოოდენ არსებული სინამდვილის ასახვისათვის, რადგან ეს მხოლოდ "მდაბალი რეალობის" სურათს იძლეოდა.

ისტორიული თუ მითოლოგიური პორტრეტის ტიპის შექმნით, რომელსაც თავად დიდ მანერას (Grand Manner) უწოდებდა, რეინოლდსმა მოახერხა ისტორიული მხატვრობის მიმართ თავისი ინტერესი პორტრეტის დამკვეთთა მოთხოვნებისთვის შეეთავსებინა. მისი სურათი ლედი სარა ბანბერის მსხვერპლშეწირვა გრაციებისადმი ამის კარგი მაგალითია. ტილოს დიდი ფორმატი მიგვანიშნებს, რომ საქმე ისტორიულ სურათთან გვაქვს, მისი დეტალები კი, ანტიკურ გარემოს გვიხატავს. მონუმენტური კლასიკური სვეტებითა და თაღით გარემოცული, რომაელი ქურუმი ქალის სახით გამოსახული, ანტიკური სამოსით მოსილი ლედი. სარა ქალის სილამაზის განასახიერებას წარმოადგენს და სამი გრაციის წინაშე მსხვერპლშეწირვის რომაულ რიტუალს აღასრულებს. ა

მგვარი პორტრეტები საზოგადოებრივ სივრცეებში, დარბაზებსა და არისტოკრატთა რეზიდენციების კიბეების თავზე გამოსაფენად იყო განკუთვნილი. რეინოლდსის ე.წ. დიდი მანერის პორტრეტები ფართოდ იყო აღიარებული და მისი ლონდონის სახელოსნო მუდმივად სავსე იყო მოდელებით, მეცენატებითა და ასისტენტებით. მაგრამ რეინოლდსი უამრავ ექსპერიმენტს ატარებდა საღებავებზე, რის გამოც, სამწუხაროდ, ბევრი მისი ნამუშევარი ძლიერ დაზიანდა.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები