რეკლიუ ელიზე
ჟან ჟაკ ელიზე რეკლიუ – (ფრანგ. Élisée Reclus, (1830-1905 წ.წ.), ფრანგი გეოგრაფი.
იმოგზაურა ევროპასა და ამერიკაში, გამოიკვლია კოლუმბია (სამხრეთ ამერიკაში), თავის ერთ-ერთ წერილში დედასთან რეკლიუ წერს: „…მარტო უბრალო ცნობისმოყვარეობა როდია, როდესაც ვმოგზაურობ, როდესაც ახალ ქვეყნებს ვხედავ, მე მეძლევა შესაძლებლობა შევისწავლო დედამიწა, ეს კი აუცილებელია ჩემთვის. ერთადერთი მეცნიერება, რასაც სერიოზულად ვეძლევი - ეს გეოგრაფიის შესწავლაა და, მე ვფიქრობ, უმჯობესია ადამიანმა თვით აწარმოოს ბუნებაზე დაკვირვება, ვიდრე წიგნების საშუალებით შეიქმნას მასზე წარმოდგენა. არავითარი აღწერა, რაც უნდა საუცხოო იყოს იგი, არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, ვინაიდან იგი ვერ გადმოსცემს სიცოცხლის პეიზაჟს ფოთოლთა კრთომას, ფრინველთა გალობას, ყვავილთა სურნელებას, ღრუბლების ცვალებად ფორმებს და სხვ. თუ გინდა იცოდე – საჭიროა ინახულო“.
1866 წ. რეკლიუმ გამოაქვეყნა საინტერესო წერილი „ნაკადულის ისტორია“; 1867-1868 წ.წ. მან დაბეჭდა თავისი მნიშვნელოვანი შრომა „დედამიწა“; 1872 წ. გამოქვეყნდა მისი „მთის ისტორია"; 1875-1894 წლებში კი გამოვიდა ე. რეკლიუს მონუმენტური ნაშრომი: „მსოფლიო გეოგრაფია; დედამიწა და ხალხი“. მასვე ეკუთვნის არა ნაკლებ მნიშვნელოვანი შრომა „ადამიანი და დედამიწა“. 1893 წლიდან ე. რეკლიუ იყო ბოიუსელის ახალი უნივერსიტეტის შედარებითი გეოგრაფიის პროფესორი;