რეკრეაციული რესურსების რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეკრეაციული რესურსების რუკა – (map of recreational resources), გამოსახავს ტერიტორიის რეკრეაციულ რესურსებს, ტურიზმისა და დასვენების ზონების ბუნებრივი, სამედიცინო-გეოგრაფიული, სპორტული და შემეცნებითი თვალსაზრისით შეფასებას. ზოგადგეოგრაფიულ საფუძველზე გამოისახება ტურისტული მარშრუტები, ბუნების ძეგლები, ისტორიულ-არქიტექტურული ღირსშესანიშნაობანი, ეროვნული პარკები და ნაკრძალები, ტურისტების მომსახურების ობიექტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მხატვრულ დიზაინს. ბუნებრივი გარემოს აღქმის ეფექტის გასაძლიერებლად ქმნიან სამგანზომილებიან ზოგადგეოგრაფიულ საფუძველს.